Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
,,ოთხფეხა მეგობრები"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:
შინაური ცხოველების გაცნობა.შინაური და გარეული ცხოველების ერთმანეთისაგან გარჩევა.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ რომ არსებობენ შინაური და გარეული ცხოველები.
მათ უნდა შეძლონ შინაური ცხოველების ამოცნობა და დასახელება.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გარკვეული ნიშან–თვისებებით(ხმა,რქები,ბრჭყალები)შინაური ცხოველების გარჩევა.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ცხოველებთან უსაფრთხოების წესების დაცვა.
4.პროექტის მიზნები:
ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება,დამუშავება და ორგანიზება.აზროვნების,ყურადღების,აღქმისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება.ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:
5–6 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
20 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები უღებენ სურათბს თავის ოთხფეხა მეგობრებს.აგროვებენ ინფორმაციას შინაურ ცხოველებზე(რა სარგებლობა ან რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს)
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,რომელშიც შერჩეული ტექსტები შეესაბამება თემას,ილუსტრაციები,ფოტოაპარატი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით აირჩიეს თემა,,ოთხფეხა მეგობრები" და კითხვების სახით ჩამოაყალიბეს:
–რატომ ჰქვიათ შინაური ცხოველები?
–როგორები არიან გარეგნულად და ხასიათით?
–რა სარგებლობა ან რა ზიანი მოაქვთ ადამიანისათვის?
–რომელ შინაურ ცხოველებს აქვთ კარგად განვითარებული  მხედველობა,ყნოსვა,სმენა?
–როგორ შეძლებენ ცხოველებთან ურთიერთობაში უსაფრთხოების დაცვას.
კლასი გაიყოფა 2 კაციან ჯგუფებად და ჯგუფებს გადაუნაწილდებათ დავალებები.
პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას იმ ცხოველებზე, რომელთაც აქვთ რქები.მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას იმ ცხოველებზე, რომელთაც აქვთ ბრჭყალი,ხოლო მესამე ჯგუფი–იმ ცხოველებზე რომელთაც აქვთ ჩლიქები.
ჯგუფებში მოხდება მოვალეობებისა დადროის გადანაწილება და თვითოეული ჯგუფი მოძიებულ მასალას თან დაურთავენ მათ მიერ გადაღებულ სურათებს.
თითოეული ჯგუფი წარადგენს მათ მიერ მოძიებულ ცხოველებზე ვიდეო მასალებს პრეზენტაციის სახით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:
ბუნ.1.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ლალი ბადალაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
lali.badalashvili.gmail.com.
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
:lalibadalashvili.blogspot.com.